Sunday, January 30, 2011

საქართველო რეფორმატორი ქვეყანა





რა ადგილი უკავია საქართველოს კავკასიის რეგიონში - ქვეყნის ლიდერობაზე პრეზიდენტმა ყვარლის ტბაზე ისაუბრა. „საქართველომ შეძლო, დაემსხვრია რუსების მიერ ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ის იქცა ეფექტურ, არაკორუმპირებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მსოფლო ბანკის წარმომდგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. „მაშინ, როდესაც კავკასიის სხვა ქვეყნებში რუსეთი ვითარების ესკალაციას ისევ ახერხებს და განვითარებას აფერხებს, მაშინ, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, საქრათველო მაინც ნომერ პირველი რეფორმატური ქვეყანაა." (მ. სააკაშვილმა).

imedi.ge

მსოფლიო ბანკის მონაცემები საქართველოზე



www.youtube.com

ბათუმის ეკონომიკა




ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია. მთავარი დარგებია ნავთობგადამუშავება, მანქანათმშენებლობა, ფარმაკო-ქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობა. განვითარებულია აგრეთვე საშენი მასალების წარმოება და ხე-ტყის გადამუშავება. ზოგიერთი სამრეწველო საწარმო უმთავრესად ადგილობრივი მოთხოვნილების ფართო მოხმარების საგნებს ამზადებს.
ბათუმის ენერგეტიკული ბაზის შექმნაში დიდი როლი ითამაშა აჭარისწყლის ჰესმა, რომელიც ამჟამად ჩართულია საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში. ქალაქის უმსხვილესი საწარმოა ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. 5 მანქანათსაშენი ქარხანა ამზადებს კვების მრეწველობის მანქანა-დანადგარებს, მცირე წყალწყვის გემებს (მ. შ. წყალქვეშაფრთიან კატარღებს), სამრეწველო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროაპარატურასა და ხელსაწყოებს. მძლავრი ფარმაკოქიმიური საწარმო ამუშავებს სამკურნალო მცენარეებს და უშვებს 40-მდე დასახელების სამედიცინო პრეპარატს. სამრეწველო წარმოებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ავეჯის დამზადებას. მსუბუქი მრეწველობის საწარმოები - ტყავ-ფეხსაცმლისა და სამკერვალო გაერთიანებები - ამზადებებ საპირე ტყავს, ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და ფართო მოხმარების სხვა საგნებს. კვების მრეწველობის საწარმოებიდან აღსანიშნავია ციტრუსკომბინატი (უშვებს ციტრუსებსა და სხვა ხილი კონსერვებს). ქალაქში არის აგრეთვე თამბაქოსა და ჩაის ფაბრიკები, ხოცკომბინატი, პურკომბინატი, ლუდის, რძისა და თევზის ქარხნები. ბათუმზე მოდის აჭარის მრეწველობის მთლიანი პროდუქციის უდიდესი ნაწილი.
ბათუმი რესპუბლიკის მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, სადაც თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო კომუნიკაციები. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთლ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპორტო კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთბის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. აშენდა ახალი საზღვაო ვაგზალი. მნიშვნელოვანია აგრეთვე მგზავრთა გადაყვანა შორეული და ადგილობრივი მარშრუტებით. უკანასკნელ წლებში ქალაქის ეკონომიკური კავშირურთიერთობაში დიდად გაიზარდა ავტოტრანსპორტის როლი. თანამედროვე საავტომობილო გზატკეცილებით ბათუმი დაკავშირებულია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რაიონებთან და თურქეთთან.
ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2007 წლის მაისში გახსნა.
ღირშესანიშნაობანი

აჭარის მუზეუმი, ბათუმის აკვარიუმი, ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და “ბათუმის რივიერა” - დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმში არის ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: მართლმადიდებლობის, კათოლიციზმის, ისლამის, იუდაიზმის. ბათუმში არის ბათუმისა და სხალთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
ტურიზმი



ბათუმის რუკა
ბოლო წლებში ბათუმი იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად საქართველოში. ის პოპულარობით სარგებლობს არა მარტო რესპუბლიკის, არამედ რეგიონის მასშტაბითაც. დიდია ტურისტული ნაკადი ევროპიდან და ამერიკის კონტინენტებიდანაც. 2009 წლის აგვისტოში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლი დამსვენებლებისა - 400 000 ათასი ადამიანი (ეს ოფიციალურად ჩამოსული სტუმრების რაოდენობა. ბათუმში ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა. 2010 წელს იხსნება ყველასათვის საყვარელი დელფინარიუმი. ასევე 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის კიდევ 1.5 კილომეტრით დაგრძელება და ამდენად ისე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარი გახდა მსოფლიოში, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბათუმში უკვე მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები. დაგეგმილია უამრავი გრანდიოზული პროექტი. ამდენად, ბათუმი, პორტის გარდა უკვე სხვა მნიშვნელობასაც იძენს. ის გახდა სახე საქართველოს წარმატებისა და აღმშენებლობისა.




ka.wikipedia.org

ANAKLIA Sea Hotel - floating underwater leisure center



youtube.com

ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალი ტურისტული ზონა


anaklia

დაიწყო საქართველოს შავიზღვისპირეთის მთავარი მარგალიტის, ანაკლიის მშენებლობა. საუკეთესო საზღვაო კლიმატის მქონე სანაპირო ზოლზე სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობისთვის უპრეცენდენტო პირობებს გთვაზობთ – მიწა, სასტუმროს პროექტები და ყველა კომუნიკაცია ინვესტორებისთვის სახელმწიფოსგან საჩუქრად! მოგებისა და ქონების გადასახადისგან 15 წლით გათავისუფლება, ახალი გზა ფოთიდან შავიზღვისპირეთის გასწვრივ ანაკლიამდე.

სახელმწიფო ახალ კურორტზე მინერალურ წყალს უფასოდ მიიყვანს. ვინც 100, ან მეტნომრიან სასტუმროს ააშენებს, უფასოდ მიიღებს კაზინოს ლიცენზიას. უცხოელი ინვესტორები სურვილის შემთხვევაში მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას.

აშენდება ახალი აეროპორტი ანაკლია-ზუგდიდის ტურისტულ ზონაში, კურორტი ზღვაზე იახტ-კლუბით! ინვესტორებისთვის გადასაცემი უფასო მიწის ნაკვეთები განლაგებულია ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ.

ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალი ტურისტული ზონის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა მიმართეთ პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში (საკონტაქტო ტელეფონები: 8 215-5-05-05; 8 215-5-17-41)

ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (საკონტაქტო ტელეფონები: 99-10-45; 99-10-46; 99-11-13).

განაცხადი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე:

ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №12, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,

ან ელექტრონული ფოსტით: z_meskhi@economy.ge; sbarjadze@economy.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 30 იანვარი.


სასტუმროს პროექტები


ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალი ტურისტული ზონა დამატებით ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

გამდიდრდით თქვენ, დაასაქმეთ ხალხი, გაალამაზეთ საქართველო...




www.economy.ge

Thursday, May 20, 2010

საქართველოს რუკა

ეს არის საქართველოს რუქა:


View Georgia in a larger map

ლურჯი აღნიშვნა არის თბილისში მდებარე ეკონომიკის სამინისტრო.